
ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მან ოპოზიციას შესთავაზა, რომ 20 ივნისს დისტანციის დაცვით რუსთაველის გამზირზე გაიმართოს აქცია.
მისი თქმით, ასე ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ხალხლს მათი ნამოქმედარი არ ავიწყდება.
„20 ივნისს დისტანციით დაცვით უნდა ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე.
ეს საჭიროა, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელს მსოფლიოს და რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურიმა პარტიებმა კონსულტაცია გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ საზგოადოებას გადაწყვეტილება და ერთიანი პოზიცია გააცნეს.






















