
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 4055 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.
ქვეყანაში ინფიცირების 96860 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 77932 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 894-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2186 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5833.
ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1 179.






















