12:43 | 2020-04-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

20 წელი პოლიციელია, ახლა ძალიან მძიმე ვითარებაშია – რას ყვება ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

20 წელი პოლიციელია, ახლა ძალიან მძიმე ვითარებაშია – რას ყვება ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

გასროლის ფაქტს აღიარებს, მაგრამ იმ გასროლამ, რა დამდგარი შედეგი გამოიწვია ეს არ ვიცით, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დაკავებული პოლიციელის ადვოკატმა, ცოტნე წერეთელმა განუცხადა.

 

როგორც სოსო გაბრიაძის უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პოლიციელი ემოციურად ცუდ მდგომარეობაშია.

 

„გასროლის ფაქტს აღიარებს, მაგრამ იმ გასროლამ, რა დამდგარი შედეგი გამოიწვია ეს არ ვიცით. ველოდები გამოძების დასკვნას. ექსპერტიზა იქნება ჩასატარებელი და გამოსაკითხია რამდენიმე პირი. გამოძიებამ პასუხი უნდა გაგვცეს, რამდენად ამ ადამიანის მოქმედებამ გამოიწვია დამდგარი შედეგი. სიღრმისეულად ვერაფერს ვერ გეტყვით. მტკიცებულებები უნდა ვნახოთ.

 

ადამიანი, რომელიც თითქმის 20 წელი პოლიციელია, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ძალიან მძიმე ვითარებაშია თვითონ. ამ ადამიანს ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ცოტნე წერეთელმა.

 

დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წაუყენებ.

 

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

 

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X