
20 წლის მარიამ კალომლეწავი, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ და მთავრობას ცხედრის გადმოსასვენებლად დახმარებას სთხოვენ.
„სასწრაფოთ გვჭირდება მთავრობის თანადგომა გარდაცვლილი 20 წლის მარიამ კალომლეწავის გადასასვენებლად საქართველოში.
მარიამი დილით, 27 მარტს გარდაიცვალა ნიუ იორკის ჰოსპიტალში. კორონა ვირუსის გამო ფრენები არ ხორციელდება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ენით აღუწერელ მდგომარეობას. დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ნიუ-იორკში და პასუხი შეიძლება არ იყოს აპრილის 2-3 რიცხვამდე.
გთხოვთ, იქნებ ეს ამბავი მთავრობის ყურამდეც მივიდეს და კიდევ ერთი სასიკეთო საქმე გააკეთონ. წინასწარ მადლობა ყველას“, – წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: ექიმმა გვამცნო MRI-ის პასუხი, სიმსივნე დაპატარავდა! – უახლესი ინფორმაცია 19 წლის მარიამზე






















