20:04 | 2021-09-24 ავტორი: Prime Time

2008 წლის ომში მონაწილე, გმირობის ორდენით დაჯილდოებული რუსი ჯარისკაცი „შავი ქვრივის“ მსხვერპლი გახდა

2008 წლის ომში მონაწილე, გმირობის ორდენით დაჯილდოებული რუსი ჯარისკაცი „შავი ქვრივის“ მსხვერპლი გახდა

1957 წელს დაბადებული ლეონიდ რუდენკო, რომელიც ქალაქ ვოლგოდონში ცხოვრობდა, 2008 წლის ომის მონაწილეა. ის სამხედრო ოფიცერი იყო და ომში მონაწილეობისთვის და განსაკუთრებული გმირობისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოებიც კი აქვს მიღებული.

2021 წლის გაზაფხულზე ლეონიდ რუდენკო გარდაიცვალა. მისი და ამბობს, რომ ის ცოლმა – ვედა რუბანმა მოკლა, შემდეგ კი მის ბინას დაეუფლა.

 

 

„მისი ცოლი შავი ქვრივია, 4 ოფიციალური ქმარი ჰყავს მოკლული, მათ შორის – სამი – 2018 წელს, რამდენიმე თვის ინტერვალით და ყველა მათგანის ბინა მას დარჩა“. – ამბობს გარდაცვლილის და.

 

 

 

ცნობილია, რომ ვედა რუბანს რვაჯერ აქვს შეცვლილი პასპორტი და ყოველ ჯერზე ახალი სახელითა და გვარითაა დარეგისტრირებული. ოფიციალურად გათხოვილი იყო ექვსჯერ, ოთხჯრ დაქვრივდა. ექვსივე ქმარი მაშინ გაიცნო, როდესაც ის ინტიიმური მომსახურებისთვის გამოიძახეს. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მეძავი, რომელიც მომსახურებას უწევდა კლიენტს, 2 თვეში მისი ცოლი ხდებოდა. რამდენიმე თვეში კი მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში კვდებოდა.

 

 

ლეონიდ რუდენკოს დამ, ნატალიამ იეჭვა, რომ მისი ძმა მოკლეს და საქმის გამოძიება მოითხოვა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხულია უამრავი მოწმე და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი 2 ქმარი.

ავტორი: Prime Time

X