
13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმ„შაბათის კურიერთან” 5 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.
„პირველის 35 წუთზე მირეკავს, ცოცხალი იყო და რომ ჩამოვედი უკვე წაღებული… სახურავზე იყო, ხშირად ვურეკავდი, მოვდივარ ნუ გეშინია. თავში არ მომდიოდა არაფერი ცუდი, 6 ბიჭი მომყვებოდა მაშველები… ჩემი სიძე წამოედო განათების ბოძს და იმან გადაარჩინა, ესენი ერთხანს ეჭირა ჩემს სიძეს, მაგრამ მერე რაღაც დაეჯახა, ჩაძირა და გაექცა ხელიდან“,- ამბობს გიორგი ჯიბუტი.
მისივე თქმით, ტრაგედიის შემდეგ მის ოჯახში ორი ივლიტა გაჩნდა.
„2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა და ჩემს გოგონას თეკლასაც, ორივემ ივლიტა დაარქვას. რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა ივლიტა დავარქვი ჩემს შვილსო. ასე რომ ივლიტას ხსოვნა გრძელდება,”- ამბობს გიორგი ჯიბუტი.






















