16:20 | 2020-01-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

2020 წელი – 5 მოვლენა, რომელიც აუცილებლად მოხდება

2020 წელი – 5 მოვლენა, რომელიც აუცილებლად მოხდება

2019 წელი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ აქტიური და დაძაბული იყო. 2020 წლის დასაწყისისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე მოვლენა, რომლის მომსწრენიც წელს ვიქნებით.

 

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები ტოკიოში

 

 

წელს საზაფხულო ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდება, ხოლო პარაოლიმპიადა 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. ცნობისთვის, მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს რუსეთი, მას შემდეგ რაც მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა კომიტეტმა მას ყველა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა. რუსი სპორტსმენების ნაწილი მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოახერხებენ მონაწილეობის მიღებას.

 

ევრო 2020: ევროპის საფეხბურთო ტურნე

 

 

რატომ უნდა ჩატარდეს ევროპული თასის ტურნე ფეხბურთში ერთ ქალაქში, როდესაც შეიძლება მთელი კონტინენტის მასშტაბით?

 

2020 წლის ივნისში მატჩები ევროპის 12 ქალაქში ჩატარდება: ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, მიუნხენი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, გლაზგო და ლონდონი.

 

„ბრექსიტი“ – ისევ

 

 

2019 წლის დეკემბერში საყოველთაო არჩევნების დროს დიდ ბრიტანეთში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობა მიიღო. ამ გზით, „ბრექსიტთან“ დაკავშირებული სიტუაცია წინ წაიწია.

 

ყოველ შემთხვევაში, ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირიდან იანვრის ბოლოს გავა.

 

არჩევნები აშშ-ში

Image result for us election 2020

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე ვადისთვის იბრძოლებს, რასაც ხელს არ შეუშლის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოცხადებული იმპიჩმენტი. გადაწყვეტილება იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას, სენატი იანვარში მიიღებს.

 

არჩევნები საქართველოში

 

 

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება – გასული წლის მოვლენებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მომავალი ამ წლის შემდგომაზე გადაწყდება.

 

პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 77 დეპუტატი – პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები, რომლის მეხუთე რაუნდი 2020 წლის იანვარშია დაგეგმილი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X