
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ კოვიდინფექციით წლის განმავლობაში ეკლესიის ათეულობით მსახური დაინფიცირდა, მათ შორის არიან მაღალიერაქრებიც.
როგორც ცნობილია, კოვიდს ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. რამდენიმე დღის წინ კი, იგივე სამედიცინო დაწესებულება ურბნელმა მიტროპოლიტმა, იობმა დატოვა. ის კორონავირუსისგან განიკურნა.
კოვიდინფექციამ იმსხვერპლა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე და ამავე ეპარქიის მღვდელმსახური, წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი ზურაბ პაპიძე.
საერთო ჯამში, 2020 წელს საქართველოში 20 სასულიერო პირი გარდაიცვალა, მათ შორის 7 კორონავირუსის დიაგნოზით.
ბოლო სამ წელში სულ გარდაცვლილია 46 ქართველი სასულიერო პირი:
2018 წელს – 12
2019 წელს – 14
2020 წელს – 20
მათ შორის მაღლი იერარქიის სასულიერო პირებიც არიან:
2015 წელი – მთავარეპისკოპოსი თადეოზი
2015 წელი – მიტროპოლიტი ელისე
2016 წელი – მიტროპოლიტი (ყოფილი) გაიოზი
2016 წელი – ეპისკოპოსი ილარიონი
2019 წელი – მიტროპოლიტი კალისტრატე
2020 წელი – ეპისკოპოსი ლაზარე
ცნობისთვის: 1977 წლიდან დღემდე სულ გარდაცვლილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 17 მღვდელმთავარი.






















