
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 3.1524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0733 შეადგინა.
ცნობისთვის, ეს 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, 2020 წლის 4 სექტემბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა.
ამასთან, ერთი ევროს ღირებულება 3.7276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1149 ლარი შეადგინა.
ასევე ნახეთ: უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას – თემურ ბასილია ლარის გამყარების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს






















