15:09 | 2020-03-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

2020 წლის ევროვიზიის კონკურსი სავარაუდოდ გაუქმდება

2020 წლის ევროვიზიის კონკურსი სავარაუდოდ გაუქმდება

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“ პანდემიის გამო გაუქმდება. ამის შესახებ ისრაელის სატელევიზიო კორპორაცია ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

 

„ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე 17 მარტს დაიწერა, რომ კონკურსის ორგანიზატორები ყურადღებას აქცევენ სიტუაციას და მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას. „გვესმის, რომ გაინტერესებთ ინფორმაცია ჩვენს კონკურსზე. მალე მოგაწვდით ინფორმაციას დაწვრილებით“, – აცხადებენ ევროვიზიის ორგანიზატორები.

 

ევროპის მუსიკალური კონკურსი 2020 წლის მაისში, ნიდერლანდებში უნდა გაიმართოს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X