
2021 წლის ამერიკის მუსიკალური აკადემიის დაჯილდოება – „გრემის“ ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცერემონია, 2021 წლის 31 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში იყო დაგეგმილი, თუმცა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, Covid – 19-ით ინფიცირებულთა მზარდი მაჩვენებლის გამო, დაჯილდოება 14 მარტისთვის გადაიდო.
„არაფერია ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი“ – ნათქვამია დაჯილდოების ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.

იმის გამო, რომ დაჯილდოება გადაიდო, ჯერჯერობით უცნობია შოუს კვლავ კომიკოსი – ტრევორ ნოა წაიყვანს თუ არა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებებს წინა წლებში ისეთი არტისტები უძღვებოდნენ, როგორებიც არიან ბიონსე, ტეილორ სვიფტი, დუა ლიპა და სხვ.
რაც შეეხება წლის სხვა მნიშვნელოვან ცერემონიებს, მაგალითად: The Oscars, The Golden Globes და The Brit Awards-ს, ისინიც ოფიციალურად გადადებულია.






















