22:59 | 2021-08-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება

2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება

პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო, იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიანისტი და „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ბოლქვაძე წერს.

 

„თუმცა, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ რიგით მეცხრე ფესტივალი კვლავ გაიმართება, 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით.

 

ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი, რომელიც დავაარსე 2013 წელს, საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით, მალე შეიყვარა მსმენელმა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

რა შემთხვევაში ხდება ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება - რა უნდა ვიცოდეთ
2021-08-12რა შემთხვევაში ხდება ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება - რა უნდა ვიცოდეთ

 

ზოგადად, ფესტივალის დამკვიდრების პროცესი სირთულეებს მოიცავს და საწყის ეტაპზე ბევრ გაუთვალისწინებელ გამოწვევას წავაწყდი.

 

დიდი მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგად, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ბათუმის ფესტივალი დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან, საერთაშორისო, კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას.

 

ფესტივალის დროს აჭარის რეგიონის არაჩვეულებრივ ბუნებას ყოველწლიურად ეცნობიან მსოფლიოში აღიარებული, მოწვეული, მუსიკოსები, რომლებსაც დიდხანს მიჰყვებათ საქართველოში განცდილი ემოციები.

 

ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინტეგრაციის პროცესს, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტების, ასევე მასტერკლასებისადა სემინარების გამართვას.

 

ბედნიერი ვარ ასევე, რომ საშუალება მომეცა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შესაძლებელი გამხდარიყო უნიკალური არტ-ბანაკის პროგრამის განხორციელება ფესტივალის ფარგლებში.

 

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სპეციალურად შემუშავებული სახელოვნებო პროგრამებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და ეზიარონ მაღალ ხელოვნებას.

 

წარმოიდგინეთ, კარგავთ ახლობელს და მის ცხედარს ვერ ნახავთ - ქართველი ექიმი კოვიდის მსხვერპლ პაციენტებზე
2021-08-12წარმოიდგინეთ, კარგავთ ახლობელს და მის ცხედარს ვერ ნახავთ - ქართველი ექიმი კოვიდის მსხვერპლ პაციენტებზე

 

ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება მსმენელს და კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება ულამაზეს ქალაქ ბათუმს.

 

იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია მალე დასრულდება და საზოგადოება დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს“, – წერს ბოლქვაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X