
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.
როგორც ჩხეიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის, 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება.
“ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.
აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ. როგორც კი ეს კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები.
ასევე ნახეთ: რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში
ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოვებთ და მივიღებთ 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას. რა თქმა უნდა, ამის უკან ვაქცინების მომარაგების საკითხიც დგას. ასაკობრივი ჯგუფის გაზრდას აუცილებად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რაოდენობით ვაქცინა. ჯერჯერობით ეს ეხება Pfizer-ს,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ასევე წაიკითხეთ ⇓
ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე
„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში
დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი
ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“























