10:21 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება – ამ წესს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

 

რა წერია სინოდის განჩინებაში ვაქცინაციის შესახებ, რომელიც სხდომაზე დაადგინეს
2021-07-27რა წერია სინოდის განჩინებაში ვაქცინაციის შესახებ, რომელიც სხდომაზე დაადგინეს

 

მისი თქმით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.

 

დარახველიძის განმარტებითვე მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა 18 წლამდე აქვთ აღებული, შეეძლებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა და მძღოლად ან კურიერად მუშაობა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X