10:54 | 2021-02-08 ავტორი: Prime Time

204 ინფიცირებული და 15 გარდაცვლილი – 8 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

204 ინფიცირებული და 15 გარდაცვლილი – 8 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 პაციენტი კი, გრადაიცვალა. ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 8 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  262 228-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 254 350-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა სიჭინავამ.

ავტორი: Prime Time

X