
21 წლის გოგონამ 6 კილოგრამამდე ბავშვი გააჩინა. შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
გამოცემის ცნობით, დაბადებულ ბავშვს 6 კილომდე 110 გრამი აკლდა. გოგონა მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ყველაზე დიდ გოგონებს შორის.

ემბერის თქმით, ორსულობის განმავლობაში მან 30 კილოგრამი მოიმატა. მუცელი იმდენად დიდი იყო, რომ ექიმებს ეგონათ, ტყუპი გაჩნდებოდა.
რისკების თავიდან ასაცილებლად ემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, დაბადებულმა გოგონამ კი ექიმების გაოცება გამოიწვია.

ბავშვის დედა ჯერაც ვერ გრძნობს თავს კარგად. ბავშვს ხელშიც ვერ იჭერს, რადგან ძალიან მძიმეა, თავად კი ჯერაც ძალიან სუსტადაა.























