
23 მაისის 00:00 საათიდან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია და შესაბამისად – კომენდანტის საათიც გაუქმდა. ისე გამოვიდა, რომ 22 მაისს მხოლოდ 3-საათიანი შეზღუდვა იყო და ზოგიერთი ადამიანი ამის გამო კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„ჩემი მეგობრის ქმარი მოდიოდა კახეთიდან, გზაში მოუსწრო სეტყვამ და თქეშმა, 40 წთ-ით გადააყენა მანქანა, რომ არ დაზიანებულიყო.
ნუ, გააგრძელა გზა და მოუსწრო კომენდანტის საათმა. გააჩერა პატრულმა და უთხარა, – გაჩერდი და 12 საათის მერე იმოძრავეო. დგას ბადიაურთან და პატრული ყარაულობს, ელოდება საშვიან მეგობარს“. – წერს თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსლში.
„საფულე დამრჩა მაღაზიაში, მივბრუნდი და ამასობაში ფაფუ, დრო.
მე თვითონ გავაჩერე პატრული, რა ვქნა-მეთქი? გაჩერდი 12-მდე და არ დაგაჯარიმებენო. ჰოდა, ჩავიკეტე მაქანაში და ვიცდი.
სამაგიეროდ, ნათესავები მოვიკითხე, ყველასთან ჩამოვრეკე. ორმაგ იზოლაციაში ვარ. კარანტინი ხომაა და კიდევ მანქანაში ვარ ჩაკეტილი“. – წერს თამარ ქარაია.






















