19:24 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება? – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაცია

22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება? – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაცია

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ 22-ში მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა. იქამდე კიდევ ერთი კვირა დარჩა და დაიდება შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

იგი იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების მოხსნა ინფიცირების შემთხვევებს არ გაზრდის.

 

„უნდა გამოვიკვლიოთ 11-ში მოხსნილმა შეზღუდვებმა ხომ არ გამოიწვია შემთხვევების ზრდა.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდას. არ მაქვს მხედველობაში ერთნიშნა ციფრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება.

 

სხვა ქვეყნებს გაცილებით უფრო რთული სიტუაციის დროს უწევთ შეზღუდვების მოხსნა.

 

საქართველოს აქაც უკეთესი შანსი აქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაიჭიროს მდგომარეობა.

 

მე არ ვიცი რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება სამი წესი შევინარჩუნოთ: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეში პირბადეები“,- აღნიშნავს ცერცვაძე.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4373 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

X