
22 წლის ლაშა ბურჭულაძე, რომელსაც ოჯახის წევრები სამი დღე ეძებდნენ, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს.
„ახალგაზრდა ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს.
ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა კაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.























