
23 ირანელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“, ირანის პარლამენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია თურქულ ვებგვერდზე განახლების პროცესშია.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 1501 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 66-ს შეადგენს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებული 48 163 პაციენტია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს კი, ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.






















