00:24 | 2021-01-04 ავტორი: Prime Time

23 წლის ახალგაზრდა კაცმა ბიძა დაჭრა – მდგომარეობა კრიტიკულია

23 წლის ახალგაზრდა კაცმა ბიძა დაჭრა – მდგომარეობა კრიტიკულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

 

30 წლამდე კაცმა წერილი დატოვა და თავი მოიკლა - ადვოკატი დეტალებს ყვება
2021-01-0330 წლამდე კაცმა წერილი დატოვა და თავი მოიკლა - ადვოკატი დეტალებს ყვება

 

სააგენტოს ინფორმაციით, ბიძასა და ძმისშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 23 წლის მამაკაცმა ბიძას მუცლის არეში ესროლა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი „კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

ავტორი: Prime Time

X