
2 წლის ანიტა ფაცაციას ცხედარი გუშინ ინდოეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. „პრაიმტაიმს“ არაერთი ადამიანი უკავშირდება, რომელთაც აინტერესებთ, თუ სად გაიმართება პანაშვიდი.
ოჯახის ახლობლების გადმოცემით, ანიტას სამოქალაქო პანაშვიდი ოთხშაბათს 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ტაძარში (საბურთალოს სასაფლაოსთან) გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმეთვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.






















