
პარასკევს, 24 აპრილს, საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიმკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, ერთი ეტაპი წარმოადგენს მიზნობრივ, სოციალური დახმარებისა და მეორე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.
„ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დრესვე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა ერთი კვირით, ორშაბათამდე გახანგრძლივდა. ასევე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.






















