
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 8 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
საერთო ჯამში იტალიაში კორონავირუსისგან 93 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში ვირუსს 369 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 29 684-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 444 შემთხვევა დაფიქსირდა.






















