
შალვა გოგოლაძემ არარაეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადგაზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„კერძოდ, ბრალდებულმა გოგოს თავდაპირველად აგინა და სახის არეში ხელი გაარტყა, შემდეგ მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართსადგურზე და შეიძინა ბენზინი.
მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, – ამბობს პროკურორი.
ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა. რაც შეეხება გოგოს მდგომარეობას, ის 24 წლის გოგოს, ის სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
ასევე ნახეთ: გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად“ – ბაია პატარაია ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე























