14:26 | 2020-07-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

24 წლის გოგოს, რომელსაც მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა, კანს გადაუნერგავენ 

24 წლის გოგოს, რომელსაც მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა, კანს გადაუნერგავენ 

რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგონა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

 

გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა - საქმის პროკურორი
2020-07-02გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა - საქმის პროკურორი

 

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა სტაბილურია და მომდევნო კვირიდან მისთვის კანის გადანერგვას დაიწყებენ.

 

„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.

 

დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, ვემზადებით ეტაპობრივი საკუთარი კანის გადანერგვისთვის. რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და იქითა კვირიდან დავიწყებთ. ჯერჯერობით მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X