
მძიმე ავადმყოფობის შედეგად 24 წლის მხატვარი შაკო შუკვანი გარდაიცვალა.
ის მძიმე სენს რვა თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
მან მკურნალობის კურსი თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაიარა, თუმცა უშედეგოდ.
მხატვარმა სიცოცხლის ბოლო დღეები მშობლიურ მხარეში, სვანეთში გაატარა. მას ლენჯერის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ავტორი: თეა შონია






















