14:20 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა – არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა – არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

​პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.

 

იგი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოსახლეობა გააკეთებს სწორ და გულწრფელ არჩევანს. მადლობელი ვარ თბილისელების. 25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო. მოგიწოდებთ ყველას, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ.

 

VIDEO - როგორ მღერის სააკაშვილის ახალი მეორე ნახევარი
2021-10-02VIDEO - როგორ მღერის სააკაშვილის ახალი მეორე ნახევარი

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X