21:20 | 2020-09-17 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„250 კაციან დარბაზში, 30 ადამიანიც არ მოვიდა მის დასახმარებელ კონცერტზე – რას იხსენებს მაიკო კაჭკაჭიშვილი

„250 კაციან დარბაზში, 30 ადამიანიც არ მოვიდა მის დასახმარებელ კონცერტზე – რას იხსენებს მაიკო კაჭკაჭიშვილი

ცნობილი ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ის 12 წელი კომაში იყო და აპარატზე შეერთებულ მომღერალს, სოციალურად დაუცველი დედა და ბებია უვლიდა.

 

ბოჯგუას ბებია, კომაში მყოფი შვილიშვილის რჩენისთვის ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა, თუმცა 83 წლის ასაკში დაიღუპა და ბოლო წლებში მხოლოდ დედა, მანანა გვასალია უვლიდა.

 

ჯაბა ბოჯგუას სანამ დააპატიმრებდნენ, ქართული ესტრადის აქტიური წევრი იყო, წერდა ახალ სიმღერებს, იღებდა კლიპებს და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას აკეთებდა, თუმცა 2008 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, მას გულის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი გულის უკმარისობის გამო, შეუძლოდ გახდა და კომაში მყოფი საპატიმროდან გაათავისუფლეს.

 

მძიმე ავადმყოფი საკნიდან მხოლოდ კომატოზურ მდგომარეობაში გამოუშვეს - 2008 წლიდან კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღეს გარდაიცვალა
2020-09-17მძიმე ავადმყოფი საკნიდან მხოლოდ კომატოზურ მდგომარეობაში გამოუშვეს - 2008 წლიდან კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღეს გარდაიცვალა

 

“პრაიმტაიმი” ცნობილ ქართველ კომპოზიტორს მაიკო კაჭკაჭიშვილს დაუკავშირდა. სწორედ მისი და ნიკა ჭავჭავაძის ორგანიზებით ჩატარდა, ჯაბა ბოჯგუას ოჯახის დასახმარებელი კონცერტი, სადაც სამწუხაროდ 30 ადამიანეზე მეტი არ მივიდა.

 

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ჯაბა სულ ორჯერ მყავს ჯაბა ნანახი, მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ სტუდიიდან ვიცნობდი. ის ჩემი კოლეგა იყო. როდესაც ეს ამბავი მოხდა, გახსოვთ ალბათ რა მძიმე მდგომარეობაში იყო დედამისი და ბებიამისი.

 

მათი საცოდაობით აღარ ვიყავი. მე და ნიკა ჭავჭავაძემ გადავწყვიტეთ, მისი ოჯახის დახმარება, კონცერტი ჩავატარეთ, გვერდით დაგვიდგნენ მომღერლები, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, ამდენი მომღერალი აზიარებდა პოსტერს და 250 კაციან დარბაზში, 30 ადამიანიც კი არ მოვიდა. ამით გავიგე, როგორ შეგვიძლია ადამიანებს “გვერდით დგომა”.

 

ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს - ჯაბა ბოჯგუას დედის 12-წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის
2020-07-14ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს - ჯაბა ბოჯგუას დედის 12-წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

 

მომღერლებს ჯგუფი გვქონდა და დამატებითაც დავდეთ თანხები. დათუნა სირბილაძემ გადმორიცხა სოლიდური თანხა და სიმბოლური თანხა ავაკოწიწეთ და გადავეცით ჯაბას დედას. 

 

როგორც გითხარით, ჩემი მეგობარი არ იყო ჯაბა, მაგრამ შორიდან რასაც ვხედავდი სხარტი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ორ წუთში იქ იყო, ორ წუთში აქეთ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X