20:33 | 2020-04-06 ავტორი: თამთა თორდია

2500 საწოლი, 190 000 ნიღაბი, 26 000 რესპირატორი… – საქართველოს თხოვნა ნატოს

2500 საწოლი, 190 000 ნიღაბი, 26 000 რესპირატორი… – საქართველოს თხოვნა ნატოს

საქართველოს მთავრობა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC) დახმარებისთვის მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას on.ge-ავრცელებს.

 

თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. მასში აღწერილია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსთან ბრძოლაში.

 

ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის სია:

 

საველე ბანაკი — 100;

 

სამედიცინო ბანაკი — 100;

 

საველე სასადილო — 100;

 

საწოლი — 2 500;

 

პირსაბანი — 100;

 

გენერატორი — 100;

 

გამათბობელი — 600;

 

ცეცხლმაქრი — 300;

 

მაცივარი შუშის კარით — 100;

 

ელექტროჩაიდანი — 200;

 

თერმომეტრი — 200;

 

სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი — 500;

 

ელექტროთერმომეტრი — 200;

 

ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი — 200;

 

გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები — 1200;

 

ამკრძალავი ნიშანი — 200;

 

ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი — 200;

 

პროექტორი (150-ვოლტიანი) — 400;

 

მეგაფონი — 100;

 

მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) — 100;

 

სამედიცინო პირბადე — 7 500;

 

ხელთათმანები — 7 500;

 

დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:

 

ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი — 20 500;

 

რესპირატორი — 26 000;

 

დამცავი ნიღაბი — 190 000;

 

სადეზინფექციო შხაპის კარავი — 4;

 

წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 — 4;

 

ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის — 1000;

 

გასაბერი კარავი გათბობის სისტემით — 40;

 

ინფრაწითელი თერმომეტრი — 290;

 

დამცავი ხელთათმანი — 23 000;

 

სადეზინფექციო საშუალება — 500 ლიტრი;

 

სათვალე/სახის დამცავი ფარი — 2 000;

 

ელექტროსპრეი — 50.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.

 

აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X