15:38 | 2020-02-05 ავტორი: Prime Time

შეიძლება უცხოპლანეტელები გვიყურებენ და პარლამენტს მეტეორს ჩამოუგდებენ სიმბოლურად – რომან გოცირიძე

შეიძლება უცხოპლანეტელები გვიყურებენ და პარლამენტს მეტეორს ჩამოუგდებენ სიმბოლურად – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძის თქმით, აშშ-ში ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, უცხოელების ტონი არ შეცვლილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა ყველას.

 

„მინდა გამოვეხმაურო ევროპის სახალხო პარტიის გუშინდელ განცხადებას. იქ იყო ცალსახად ნათქვამი, რომ ამ სისტემაზე გადასვლა უნდა ყველას. 4 კომპონენტი იყო გამოყოფილი: ეს უნდა ქართველ ხალხს, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს და საერთაშორისო თანამეგობრობას. არავინ დარჩა სულიერი, ვისაც პოლიტიკასთან აქვს შეხება, ერთი მხოლოდ უცხოპლანეტელები არ არიან მოხსენიებულები, რომლებიც შეიძლება გვიყურებენ და პარლამენტს მეტეორს ჩამოუგდებენ სიმბოლურად. ყველას უნდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, გარდა ივანიშვილისა და ხელისუფლებისა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X