
„ბოლო წლებია, 26 მაისი გვესაუბრება ხელოვნებაზე, საქართველოს წარსულსა და აწმყოზე, ეროვნულ ფასეულობებზე.
წელს, საიმიჯო რგოლის ყოველი მიზანსცენა გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე დაგროვილ ფასეულ ცოდნას, რომელიც ჩვენი ერის იდენტობის ნაწილია“,- დარეჯან წურწუმია, 26 მაისის შემოქმედებითი გუნდის სტრატეგი.
„წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის, მთავარი საიმიჯო რგოლი.
კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“ – ნინჩო ნემსაძე, 26 მაისის შემოქმედებითი გუნდის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
„კონცეფციის შემუშავების შემდეგ, მოვიწვიეთ რეჟისორი გიორგი პოპიაშვილი, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი.
რგოლის დამდგმელი ოპერატორი გახლდათ გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“,- ნინი ჯიჯიხია, 26 მაისის შემოქმედებითი ჯგუფის პროექტ-მენეჯერი.
ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე
🇬🇪 ღირებულებები, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიები, რომელიც გვეამაყება.ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე.#26მაისი #ესდღეჩვენია
Posted by 26 მაისი on სამშაბათი, 21 მაისი, 2019






















