23:46 | 2020-05-02 ავტორი: თეონა აბესაძე

26 წლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილებს ინდივიდუალურად უხსნის

26 წლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილებს ინდივიდუალურად უხსნის

26 წლის ირაკლი მასწავლებელი უკვე ორი თვეა გაკვეთილებს ონალინრეჟიმში ატარებს. პრაიმტაიმს უყვება, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იმდენად რთული აღმოჩნდა, რამდენადაც ყველა მოსწავლეს სოფელში ინტერნეტი არ აქვს და მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ახერებენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.

 

ამბობს, რომ პანდემიამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. აქამდე თუ კლასში სხვადასხვა აქტივობებს აწყობდა ახლა ამას ცხადია, ვერ ახერხებს.

 

 

„პანდემიამ ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა. სამწუხაროდ, ვინაიდან სკოლა გაძლევს საშუალებას ყველა მოსწავლესთაან გქონდეს აქტიური კომინიკაცია, მარტო საგაკვეთილო პროცესს არ ვგულისხმობ ზოგადად სასკოლო ცხოვრება საინტერესოდ მიმდინარეობდა.

 

ვაწყობდი ბავშვებთან ერთად ინტელექტუალურ და შემეცნებით აქტივობებს, ცოტა გასართობსაც და არ იყო ერთფეროვანი ჩვენთვის სასკოლო ცხოვრება.

 

სოფელში სამწუხაროდ, მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს აქვს ინტერნეტი და ვისაც აქვს ისინიც მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ერთვებიან გაკვეთილებს.

 

მოსწავლეთა იმ ნაწილს რომელსაც არ აქვს ინტერნეტი მიწევს ინდივიდუალურად გაკვეთილების ახსნა და მუშაობა, რაც მერწმუნეთ რთულია.

 

თუმცა შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ გავაცნობიეროთ შექმნილი მდგომარეობა და მოსწავლეებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს“, – გვიყვება ირაკლი მასწავლებელი.

 

ირაკლი გაბრიჩიძე იმერეთში, ტყიბულის სოფელ მუხურას პირველ საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას უკვე 6 წელია ასწავლის.

 

მას ონლაინ გაკვეთილებთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებაც მოუხდა.

 

ირაკლის თქმით, მუხურაში მოსახლეობის უმეტესობა მოწათმოქმედებას და მეცხოველეობას ეწევა, მისივე განმარტებით, ეს ორი მიმართულება შემოსავლის ძირითადი წყაროა.

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე

X