
საქართველოში კორონავირუსის 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3942 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 189 726 შემთხვევაა გამოვლენილი.






















