11:36 | 2020-09-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

28 ახალი შემთხევიდან 4-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

28 ახალი შემთხევიდან 4-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა. 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი შემთხვევა გახლავთ, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81-ია.

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.

 

სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X