
28 მარტს, დინამო არენაზე, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეგულაციების დაცვით შესაძლებელი იქნება მატჩზე დასწრება.
პრემიერმა, მოქალაქეებს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისკენ მოუწოდა.
„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.






















