13:20 | 2020-05-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

28 წლის სუმოისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

28 წლის სუმოისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

იაპონიაში კორონავირუსისგან პროფესიონალი სუმოტორი შობუში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

„ჩვენ სიტყვებს ვერ ვპოულობთ, რომ ამ ტრაგედიაზე ვისაუბროთ. ძალიან ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ ოჯახსა და მთელ იაპონიას. რიკიში ვირუსს ერთი თვე ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა,“- განაცხადა სუმოს ასოციაციის პრეიზდენტმა ჰაკაკუმ.

 

28 წლის სუმოტორი სიძლიერით სუმოს მეოთხე პროფესიონალურ დივიზიონში ასპარეზობდა.

 

შეგახსენებთ , რომ 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, 2 კვირით გადაიდო. სუმოს ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიღო.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X