12:27 | 2020-04-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

293 კოვიდინფიცირებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს – ბოლო მონაცემები კლინიკებიდან

293 კოვიდინფიცირებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს – ბოლო მონაცემები კლინიკებიდან

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

დაინფიცირებულები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში არიან განთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები განმარტავენ, როგორია მათთან მყოფი პაციენტების მდგომარეობა და როგორ შეიცვალა 24 საათში მონაცემები.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან ვირუსი დადასტურბეული აქვს 24 პაციენტს.

 

„ჩვენთან დაემატა ორი პაციენტი. ორივე არის გადმოყვანილი პაციენტი.

 

ასევე, გვყავს შვილი 18 წლამდე ასაკის პაციენტი. 15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. როგორც იცით, ჩვენთან 9 პაციენტი არის საყურადღებო“,- აღნიშნავს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 90 პაციენტი მკურნალობს, რომლიდანაც ვირუსი 39-ს აქვს დადასტურებული.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტებას აკეთებს:

 

„6 მოზარდი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ქობულეთის კლასტერი.

 

ახალი შემთხვევიდან ინფექციურში 4 პაციენტია გადმოყვანილი.

 

ასევე, როგორც იცით, კრიტიკული გვყავდა ორი პაციენტი. გუშინ უკვე სტაბილური იყო სიტუაცია. ალბათ, რამდენიმე დღეში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს 6 ადამიანთან ველოდებით ტესტის პასუხს“,- აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 91 პაციენტია, რომლიდანაც 80 დაინფიცრებული შემთხვევაა.

 

ასევე, გამოჯანმრთელებულია ორი პაციენტი, რომლებიც კლინიკას დღეს დატოვებენ.

 

ლევან რატიანი პაციენტების მდგომარეობაზე:

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი.

 

ასევე, გვყავს სამი მოზრდილი, რომელთა მდგომაროება სტაბილურია.

 

ახალი შემთხვევიდან დაგვემატა ორი. მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. მხოლოდ ერთთან გამოვლინდა ფილტვის დაზიანება და მწვავე პნევმონია, დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა“,- აღნიშნავს ლევან რატიანი.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო 

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 69 პაციენტი, აქედან 29 არის დადასტურებული ინფექციით.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკულად მძიმე

 

„დღეს ორი პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, კიდევ 8 პაციენტს დაუდასტურდა. თანდათანობით იმატებს მათი რიცხვი ჩვენთან“,- ამბობს საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე.

 

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკა „თიმის“ ორი ექიმია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

გამყრელიძე: ბოლო სამ დღეში ორჯერ გვქონდა 30-30 დადასტურებული შემთხვევა, რაც უკვე საგანგაშოა
2020-04-16გამყრელიძე: ბოლო სამ დღეში ორჯერ გვქონდა 30-30 დადასტურებული შემთხვევა, რაც უკვე საგანგაშოა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X