23:00 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

3 ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა, 5 ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში – რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდების ინტოქსიკაციის მიზეზი

3 ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა, 5 ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში – რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდების ინტოქსიკაციის მიზეზი

დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიური ეფექტით ზუგდიდის ევექსის კლინიკაში 8 ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე საათის წინ შემოიყვანა.

 

ამის შესახებ აცხადებს ევექსის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.

 

მისივე თქმით, მათი ასაკი 20-დან -32 წლამდეა.

 

რვავე მათგანი გადაუდებელი მედიცინის ცენტრში იმყოფება, აქედან სამი ახალგაზრდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 5 კი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავეჯის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X