16:11 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

3 გადასატანი ყუთის მონაცემები ბათილად ცნეს, 9 შემთხვევაში შედეგები გასწორდა – ცესკო

3 გადასატანი ყუთის მონაცემები ბათილად ცნეს, 9 შემთხვევაში შედეგები გასწორდა – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილვები უკვე გაიმართა და შედეგები დაითვალეს. აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით.

 

„საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ საქალაქო სასამართლოში ორი დღის ვადაში, რომელიც, თავის მხრივ, საჩივარს ასევე ორი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

2020-11-05"არჩევნებზე, ქართველებს შორის დაპირისპირება, ამერიკაშიც იყო" - ცუცა კაპანაძე საქართველო-ამერიკის არჩევნებზე ნიუ-იორკიდან

 

ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემები.

 

„ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი გადათვლები განცხადება-საჩივრების საფუძველზე, ხოლო ორმა – საკუთარი ინიციატივით.

 

შესაბამისი გადაწყვეტილებებით 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო ცხრა შემთხვევაში, როგორც პროპორციულის, ასევე მაჟორიტარულის შემთხვევაში, გასწორდა შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ რვა შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი.

 

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში, აკრედიტებული მედიასაშუალებები. მაგალითისთვის მინდა, მოგიყვანოთ გადათვლის შედეგები, მაგალითად, მთაწმინდის ოლქი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადათვალა 01.01.18 უბანი.

 

რა არის ის 5 ფაქტორი, რომელიც გახარიას აზრით, პიკის გადალახვაში დაგვეხმარება -
2020-11-05რა არის ის 5 ფაქტორი, რომელიც გახარიას აზრით, პიკის გადალახვაში დაგვეხმარება - "ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე"

 

გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მიღებული ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით და განკარგულებით მოხდა მისი გასწორება. ასევე, ამავე განკარგულებით მოხდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორება.

 

მაგალითისთვის, მინდა, წარმოგიდგინოთ ისნის შემთხვევა, სადაც ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები იქნა გადათვლილი, საიდანაც მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილდა შედეგები, ხოლო პროპორციულზე გასწორდა განკარგულებით.

 

 

ასევე, შეგვიძლია, განვიხილოთ დიდუბის შემთხვევა, როდესაც 25-ე საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა და აღნიშნული გადათვლის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები დარჩა უცვლელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X