20:24 | 2021-06-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„3 მამაკაცი დავინახე, მოსდევდნენ საცემად…“ – რა მოხდა თბილისში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ

„3 მამაკაცი დავინახე, მოსდევდნენ საცემად…“ – რა მოხდა თბილისში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მომხდარ ინციდენტზე წერს.

 

როგორც უფლება დამცველი აღნიშნავს, სამი პიროვნება ფერადკანიან ახალგაზრდას საცემრად ან ცემის გასაგრძელებლად მისდევდა.

 

„გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა. მანქანას გადაუხტა წინ და განწირული და შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო. მძღოლმა უკან ჩაისვა და მანქანა დაძრა. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა.

 

„ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა...“ - რა მოხდა რაჭაში, სადაც ცოტა ხნის წინ „ქართული ხმების“ სოლისტი გარდაიცვალა
2021-06-23„ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა...“ - რა მოხდა რაჭაში, სადაც ცოტა ხნის წინ „ქართული ხმების“ სოლისტი გარდაიცვალა

 

რამდენიმე წამში, ხიდის ქვეშ 3 მამაკაცი დავინახე, რომლებიც ქოშინებდნენ, შავი მაისურები ეცვათ, ერთს თავი გადაპარსული ჰქონდა და ცოტა მოზრდილი წვერით იყო. აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად. აშკარად რასიზმის სუნი იდგა.

 

ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშისტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X