09:52 | 2021-12-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

3 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ – ირაკლი კობახიძე

3 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ – ირაკლი კობახიძე

„3 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, იმ ადამიანისა, რომელსაც 3 მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს საქართველოში დახარჯული. ეს არის მორიგი მცდელობა რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ”,- აცხადებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

“ამას ვერ შეძლებენ, ვინაიდან საზოგადოებამ იცის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბების შესახებ. უამრავ სფეროში, მათ შორის განათლების სფეროში არის არაერთი სერიოზული საქველმოქმედო ინვესტიცია განხორციელებული, ეკლესიების მშენებლობა-აღდგენა, თეატრები, მუზეუმები. როდესაც ასეთ დროს შენ სიტყვა „მეცენატს“ და „ქველმოქმედს“ ეჭვქვეშ აყენებ, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სიცრუეზეა აგებული ეს პოლიტიკური ძალა თავისი ტელევიზიებითა და სიცრუის პროპაგანდით“, – აცხადებს კობახიძე.

 

შეგახსენებთ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X