15:12 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

3 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი

3 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი

დღეს, 3 ნოემბერს საკოორდინაციო სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შემდეგ, მთავრობის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილტებაც გააჟღერეს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეობს.

 

დღეს მიღებული გადაწყვეტეილებები ასეთია: 

 

ხვალიდან, 4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობა ყოველთვის მოუწოებდა მოსახლეობას, რომ პირბადე გამოეყენებინათ როგორც დახურულ, ისე რია სივრცეში.

 

ამასთან, დღეს ცნობილი გხდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებს. ამ დრომდე რესტორნების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ შეზღუდული იყო მხოლოდ თბილისში, იმერეთსა და მცხეთაში. ხვალიდან კი ეს გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

 

მესამე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღეს სკოლებში დისტანციური სწავლის გაგრძელებას შეეხება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, 25 ნოემბრამდე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სწავლა ისევ დისტანციურად გრძელდება.

 

ეს ქალაქებია: თბილისი, თელავი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. რაც შეეხება აჭარას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარაში სწავლა ამ დრომდე კვლავ დისტანციურად გრძელდებოდა.

ავტორი: Prime Time

X