10:09 | 2021-06-09 ავტორი: Prime Time

3 ნივთი, რომელიც ავტომობილით გადაადგილებისას უსაფრთხოებისა და სისუფთავის შეგრძნებას მოგანიჭებთ

3 ნივთი, რომელიც ავტომობილით გადაადგილებისას უსაფრთხოებისა და სისუფთავის შეგრძნებას მოგანიჭებთ

ადამიანები საკუთარი დღის და შესაბამისად, დროის გარკვეულ ნაწილს საკუთარ ავტომობილებში ატარებენ, ამიტომ მანქანის მოვლა ყველა მოწესრიგებული პიროვნებისთვის უდიდესი პრიორიტერია. ამასთანავე ავტომანქანა ადამიანის ერთ-ერთი საკუთრებაა, რომლის ინტერიერისა თუ ექსტერიერიც მის ხასიათზე,  გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე საუბრობენ.

 

ინსტრუქციები საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტის შესაძენად

ავტომობილის შიდა სივრცეში სისუფთავისა და საუკეთესო განწყობის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ მანქანის მტვერსასრუტი გამოიყენოთ. არსებობენ მტვერსასრუტები, რომლებიც გვთავაზობენ სველი და მშრალი წმენდის ფუნქციებს და ერგებიან ინდივიდუალური მომხმარებლების სურვილებს. მანქანის მტვერსასრუტის, შეძენისას გირჩევთ მარტივად გადასაადგილებელ,  მოცულობით მსუბუქსა და პორტაბელურზე შეაჩეროთ არჩევანი. ასევე უმჯობესია მანქანის იმ  მტვერსასრუტებს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელთაც მტვრის დასაგროვებლად, საკუთარი ავზი აქვთ, რომლის შემდგომში პერიოდულად გასუფთავებას ან გამოცვლასაც შეძლებთ. ასევე უპირატესობა მიანიჭეთ მტვერსასრუტს, რომელსაც თან მომჰყვება დეტალების საწმენდი ფუნჯი, მრავალჯერადი ქსოვილის რეცხვადი ფილტრი და მრავალჯერადი გამოყენების, გამძლე სახელური. მანქანის მტვერსასრუტი კონცენტრირებულია ესთტიკურ მხარეზეც და უზრუნველყოფს თქვენი სალონის სისუფთავესა და სილამაზეს. ამ ხელსაწყოს დადებითი მხარეა ასევე ის ფაქტიც, რომ  მისი დახმარებით შეგიძლიათ ისეთი რთულად მისაწვდომი ზედაპირების გაწმენდვა, რომელთაც სხვა საშუალებებით ან ტრადიციული მტვერსასრუტით ვერ გაუმკლავდებოდით. მანქანის პორტაბელურ მტვერსასრუტთა ფართო არჩევანს მსოფლიო ბაზარზე ამერიკული ბრენდი “BLACK&DECKER”  და “Dewalt” გვთავაზობს.

 

როგორ მუშაობს მანქანის კომპრესორი

ალბათ დამეთანხმებით, რომ ავტომობილით გადააგილბისას, სისუფთავისა და ჰიგიენურობის შენარჩუნების გარდა, აუცილებელია გარანტირებული უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებების შენარჩუნებაც. ამაში კი დაგეხმარებათ მანქანის მოვლისთვის საჭირო მანქანის კომპრესორის მსგავსი ნივთები. კომპრესორი წარმოადგენს ჰაერის კონდიცირების სისტემის სიმძლავრეს, რომელიც ამ გამაგრილებელს მაღალი წნევით აწვება იქამდე, ვიდრე ის კონდიციონერამდე მიაღწევს, ანუ ადგილამდე, სადაც აირიდან სითხედ გარდაიქმნება. მაღალი ხარისხის კომპრესორი ჰაერის გამაგრილებელი სისტემის გამართულად და მაღალი დატვირთვით მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაერის კონდიციონერთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის გამაგრილებლის ხარვეზებზე არ მიუთითებს, ზოგი პრობლემა ავტომობილის ისეთი ნაწილითაა გამოწვეული, როგორიცაა კომპრესორი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კომპრესორს ძირითადად  ღვედზე მოთავსებული ძრავის ნაწილის  ამოძრავებს და თუ ღვედი დაძველდა და სრიალებს, კომპრესორი სრული სიმძლავრით ვერ იმუშავებს. ამ ხელსაწყოს ამასთანავე შეუძლია გამოამჟღავნოს მანქანასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემა, როგორიცაა მის შიდა სივრცეში გამაგრილებლის მიერ ჩვეულებრივზე ნაკლები ცივი ჰაერის მიწოდება. რეკომენდირებულია, დგუშის კომპრესორის ნაცვლად, მბრუნავხრახნიანი კომპრესორის გამოყენება, რადგან ის იდეალურია ძრავისთვის საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის მაღალი მასის გამომუშავებაში. ხოლო AC ტიპის მანქანის კომპრესორი ცნობილია, როგორც მისი  გული, რადგან ხელსაწყო ხელს უწყობს გამაგრილებლის მიერ წნევის გამომუშავებას იმგვარად, რომ მან შეძლოს ორთქლის სითხედ გარდაქმნა.  ხოლო თხევადი გამაგრილებელი კი კონდენსატორის საშუალებით ჰაერის საერთო დინების მოძრაობას  უწყობს ხელს. შესაბამისად, კონდენსატორი და კომპრესორი მანქანისთვის ორი განუყოფელი ნაწილია. მანქანის კომპრესორთა საინტერესო არჩევანს მსოფლიო ბრენდი “CROWN” გვთავაზობს.

 

 

რატომ გვჭირდება მანქანის ბარომეტრი

მანქანის მოვლისთვის აუცილებელი შემდეგი ტექნიკური მოწყობილობაა მანქანის ბარომტრი. ზოგადად, ბარომეტრი მეცნიერული ხელსაწყოა, რომელსაც ატმოსფერული წნევის გასაზომად იყენებენ. ხოლო მანქანის ბარომეტრს, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ბარომეტრული ჰაერის წნევის გამზომი,  ატმოსფერული წნევის გასაზომად იყენებენ იმ გარემოში, სადაც ავტომობილი მოძრაობს. გასათვალისწიებელია ის ფაქტორიც, რომ გაუმართავად მომუშავე ბარომეტრს  შეუძლია მანქანის მართვისას ისეთი პრობლემების გამოწვევა, როგორებიცაა წონასწორობის დაკარგვა, ავტომობილის ძრავის მუშაობის შეფერხება და სიჩქარის უცაბედი შენელება. გარდა ამისა ბარომეტრიული წნევის სენსორი, ავტომანქანას უფრო მეტად ეკო-მეგობრულად აქცევს, დიზელისა და ბენზინის ძრავების მართვის ძირითადი კომპონენტია. ძრავის მართვის სისტემა, ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას, ამ სენსორებს ჰაერში საწვავის ოპტიმალური ნარევის შესახებ მონაცემების გასაზომად იყენებს. ნარევის თანაფარდობის მუდმივი დაბალანსების უპირატესობა კი არის ის, რომ იგი ამცირებს საწვავის მოხმარებას, ისევე როგორც CO2-ის და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფას, შესაბამისად ნაკლებად აზიანებს გარემოს. მანქანის ბარომეტრთა საუკეთესო არჩევანსაც მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი “CROWN” გვთავაზობს.

 

ამიტომ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველა ზომის დასაცავად, აუცილებელია მანქანის მოვლის საშუალებები, მაგალითისთვის კი წარმოდგენილი სამი ნივთი საკუთარ ავტომობილში ყოველთვის გქონდეთ. ამ წინდახედული ნაბიჯით დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც.

 

(R)

 

ავტორი: Prime Time

X