01:02 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

3 პირობა, რომელთა დაკმაყოფილებამდე აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან

3 პირობა, რომელთა დაკმაყოფილებამდე აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი ხელისუფლებისთვის ისევ ძალაში რჩება. აქციის მონაწილეებმა „ცესკოსთან“ გადაინაცვლეს და ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

 

როგორ ელენე ხოშტარიაა აცხადებს, ხელისუფლებამ ოპოზიციის სამი მოთხოვნა უნდა შეასრულოს. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ, ესენია: ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

 

„ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ, პირველი ხელახალ თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა, თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით და ბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული. მეგობრებო, წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 8 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, რა უნდა, წავა თავისით, თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერ დაუპირისპირდება“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.

 

„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.

 

აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს.  გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.

ავტორი: Prime Time

X