
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა პირველად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ჰქონდა როდესაც მიხეილ სააკაშვილის და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო.
„1 ოქტომბერი 2021 წლის იოლად ნამდვილად არ დამავიწყდება, ნიკოლოზი შემოვიდა დილით ჩემს ოთახში და მაჩვენა მიშას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეო… ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო ნამდვილად შოკი, ნიკოლოზისთვის, ჩემთვის. ვიდეო სამი წუთი გრძელდებოდა, სამ ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა რაღაცნაირად.
უბრალოდ არ არსებობს, ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას ეძახიან, ეს არის დაცვითი მექანიზმი, როცა ვერ უყურებ თვალებში რეალობას, არ გინდა აღიარო, რადგან ეს არის დარტყმა, ეგოს შეტევა. ეს არაცნობიერი პროცესია. პირველი ფაზა ეს იყო – არა! არ არსებობს! არ არის ეს ნამდვილი!
მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს. მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწია რაღაცეების აღიარება, რომ რაღაცეები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელ იყო ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, არა მარტო საქართველოს წინაშე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და ძალიან უდროოც იყო “, – ამბობს სანდრა რულოვსი ტელეკომპანია „ფორმულასთან“






















