
2 წლის ანიტას ფაცაციას ჯგუფში, მტრედის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც მის საფლავს 3 თვეა არ ტოვებს და მასთან ერთად ცხოვრობს.
ჯგუფის ადმინი წერს, რომ მტრედი ცოტას ცელქობს და ანიტას ყვავილებს უჭამს.
„ცოტა ცელქობს და არ იქცევა კარგად. ანიტას ყვავილებს უჭამს.
ზუსტად სამი თვეა, რაც ანიტას აჩუქეს სიმბოლურად და ანიტასთან ცხოვრობს“, – წერს ნათია პაპიძე.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა.
ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.























