
გასული თვის ამერიკული Vogue-ის (2020 წლის ნოემბრის გამოცემის) გარეკანი ჰარი სტაილსმა დაამშვენა, რითიც იგი პირველი მამაკაცი გახდა, ვინც ჟურნალის ისტორიაში ყდაზე გამოჩნდა.
მომღერალმა ფოტოებზე ყველა გენდერული ნორმა დაარღვია, რამაც როგორც ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის დიდი ნაწილი ჰარის შეხედულებას, რომ ყველას შეუძლია გამოიყურებოდეს ისე, როგორც უნდა – ეთანხმებიან, გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც მომღერალს მხარს არ უჭერენ და ამის გამო, აძაგებენ კიდეც.

აქვე გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების მოკლე ჩამონათვალს, ვინც სოციუმში არსებული გენდერული სტანდარტები დაარღვიეს.
1.მსახიობი ბილი პორტერი Critics’ Choice Awards-ზე. ბილი ცნობილია თავისი ეპატაჟური ჩაცმულობითა და სტილით.

2. მომღერალი კამილა კაბელიო, ტეილორ სვიფტის Reputation მსოფლიო ტურზე.

3. რეპერი ბედ ბანი თავის “Yo Perreo Sola” ვიდეოკლიპში.

4. ნონბინარი მსახიობი – ამანდა სტენბერგი, 2018 წლის American Music Awards-ზე.

5. ფოტოზე ხედავთ ყვითელ ტანსაცმელში გამოწყობილ მომღერალ ენი ლენოქსს თავის ერთ-ერთ კონცერტზე.

6. მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი – გრეის ჯონსი, ფოტო ამსტერდამში პერფორმანსის დროს.

7. ჯენიფერ ლოპეზი 2018 წლის Billboard Music Awards-ზე, დიდი ზომის „მამაკაცის“ ტანსაცმელში.

8. ნონბინარი აქტივისტი და ცნობილი ტელესახე – ჯონათან ვან ნესსი, 2020 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე აბრეშუმის კაბაში გამოჩნდა.

9. ნონბინარი მომღერალი და მუსიკოსი ჯენელ მონეი 2018 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე.

10. ასევე, ნონბინარი მომღერალი სემ სმიტი, ჟურნალ Attitude-ის წითელ ხალიჩაზე.

11. გენდერქვიერი მოდელი და არტისტი ჩელა მენი თეთრ კაბაში.

12. მომღერალი და მსახიობი ზენდეია, 2019 წლის Harper’s Bazaar ICONS-ის წვეულებაზე. საინტერესოა ისიც, რომ სწოერდ ეს ტანისამოსი ეცვა მაიკლ ბი. ჯორდანსაც წვეულებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ოსკარის“ დაჯილდოებაზე.

13. მუსიკოსი და მწერალი – პეტი სმიტი, ვიეტნამის ომის დასასრულთან დაკავშირებულ მასობრივ მიტინგზე.

14. მსახიობი მაიკლ ური, 2019 წლის „მეთ გალაზე“. მაიკლს „ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი“ ერთდროულად აქვს მორგებული.

15. მსახიობი კათრინ ჰეფბურნი, რომელმაც თავის დროზე, დიდი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაში ქალების როლზე.

16. მადონა აეროპორტში. იგი გამოწყობილია დიდი ზომის შავ ქურთუკსა და პიჯაკში.

17. ბობი ბერკი – ცნობილი ტელესახე, „ოსკარის“ წვეულებაზე.

18. პრინსი თავის დაბადების დღეზე. ისევე როგორც ელტონ ჯონს, პრინსსაც დიდ წვლილი მიუძღვის 80-იანი წლების მოდის ჩამოყალიბებაში.

19. დეივიდ ბოუი, 1973 წელი, ლონდონი.

20. მსახიობი რუბი როუსი, 2019 წლის ერთ-ერთ კინოდაჯილდოებაზე.

21. მსახიობი ბლეიქ ლაივლი, ლონდონში, A Simple Favor-ის პრემიერაზე.

22. მსახიობი და მუსიკოსი ჯეიდენ სმიტი, ჯასტინ ბიბერის Believe-ის პრემიერაზე, სადაც ჯეიდენი მოკლე კაბაშია გამოწყობილი.

23. მომღერალი – Lil Nas X, 2020 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე.

24. გენდერფლუიდი მსახიობი – რიკო ტორტორელა.

25. ელტონ ჯონის ერთ-ერთი პერფორმანსი სცენაზე.

26. კალათბურთელი დენის როდმანი წითელ ხალიჩაზე.

27. ჰარი სთაილსი, 2019 წლის „მეთ გალას“ ვარდისფერ ხალიჩაზე.

28. მსახიობი კრისტენ სტიუარტი „სან სებასტიანის ფილმის ფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე.

29. მუსიკოსი – კურტ კობეინი ჭრელ კაბაში, ჟურნალ The Faceის გარეკანზე.

30. ცნობილი მკითხავი ვოლტერ მერკადო, კამერის ობიექტივში.

ავტორი: ამუკა ქორიძე






















