15:01 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს – ამირან გამყრელიძე

30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის მხოლოდ 30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.

 

„საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პრეროგატივა ამირან გამყრელიძეს ნამდვილად არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს პრემიერ-მინისტრთან შესაბამისი საკორდინაციო საბჭო. მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა, ეს არ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს. საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმისდა მიხედვით, როდესაც ხდება ანალიზი ძალიან მრავალი ფაქტორის და მერე იღებს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის
2020-03-11რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X