
თბილისის მერმა, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ხორციელდება.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების საფუძვლიანად წარმოება, რადგან ახალგადაგებულ ასფალტზე ხელახლა არ მოხდეს შემდეგ თვეებში სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამიტომ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
„დაახლოებით 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის განთავსებული ჭავჭავაძის გამზირზე როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ეს ჭის თავები წამოწეული დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას, შეუძლებელი იქნებოდა და ეს პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს.
15 მაისისთვის უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი და სამუშაოები, რომელიც პირველი კორპუსიდან იწყება მოყვება და მთლიანად უკვე მალე დავამთავრებთ ბოლო ფენეფში გამზირს“, – განაცხადა კახა კალაძემ.






















